საქართველოს ICT ასოციაცია ხელს უწყობს საქართველოში ამ სექტორის განვითარებას ადგილობრივი და გლობალური კერძო კომპანიების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის გზით. ასოციაციის მიზანია საქართველოში ICT სექტორის და ამ სექტორში მომუშავე კომპანიების შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ბაზრის გაფართოება, IT განათლების სისტემის გაუმჯობესება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და გადაწყვეტილებების მიღებისა და მარეგულირებელ პროცესებში მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი ამოცანა
ასოციაციის ამოცანაა IT ინდუსტრია გახდეს ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი, რომელსაც ემყარება ახალი, ქართული ცოდნის ეკონომიკა.
ჩვენი მიზნები
- საქართველოს ICT ინდუსტრიის პროფილისა და იმიჯის ამაღლება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ბაზარზე.
- საქართველოს ICT ბიზნეს საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის დონის ამაღლება.
- მთავრობასთან მუშაობა ეკოსისტემის, სამართლებრივი ჩარჩოსა და ამ სექტორის ზოგადი პერსპექტივების გასაუმჯობესებლად.
- ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, რათა დროთა განმავლობაში გაუმჯობესდეს ICT გადამზადების კურსდამთავრებულთა რაოდენობა და მომზადების ხარისხი.
- დაეხმაროს ICT კომპანიებს პროფესიული და მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესებაში.

