საქართველოს ICT ასოციაციის პრეზიდენტის ანატოლი მოტკინის ინიციატივით, თბილისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარეს ავთანდილ კასრაძესა და ყირგიზეთის სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაციის (KSSDA) წარმომადგენლებს შორის – შირინ მუკანბეტოვა, აღმასრულებელი დირექტორი და ავიგაილ მენაშე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
შეხვედრზე საქართველოსა და ყირგიზეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ IT ინდუსტრიის ეკოსისტემის შექმნის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სტარტაპების დაჩქარების შესახებ თანამშრომლობაზე.
