25 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასოციაციას(ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, ხელიმოაწერა KIU-ს რექტორმა ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ, კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სულაბერიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ინთანმშრომლებენ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სხვადასხვა ღონისძიებისა და პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის სტაჟირების, საგანმანათლებლო და დასაქმების კუთხით. თანამშრომლობა ასევე ვრცელდება KIU-ს აკადემიური პროგრამების განხორციელებაზე, მათ შორის USAID-ის მიერ კიბერუსაფრთხოების სასწავლო პროგრამების მხარდაჭერით.
პარტნიორობა ასევე, ითვალისწინებს, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების (STEM) სფეროებში თანამშრომლობას. აღნიშნული შეუწყობს ხელს რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.