ქარტია

საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის წესდება

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1.1.  საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.2.      სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.       საზოგადოების სახელწოდება: საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაცია.

1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.5.  იურიდიული მისამართი ქალაქი თბილისი, ტაბახმელა, სოფელი წავკისი.

1.6.   საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი office@StrategEast.org.

1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.8.    საზოგადოების საქმიანობის მიზნები: საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო კომპანიების საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება.

1.9.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.10.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 2

საზოგადოების დამფუძნებლები

2.1.   საზოგადოების დამფუძნებელია:

  1. სტრატეგისტ საქართველო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, ტაბახმელა, სოფელი წავკისი, რეგისტრირებული 2019 წლის 8 ნოემბერს, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404588148, დირექტორი: ანატოლი მოტკინ (პ/ნ:01024014591, ორმაგი მოქალაქე საქართველო, ისრაელი).

მუხლი 3

საზოგადოების მართვა

3.1. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს   წევრთა საერთო კრება;

3.2.  საზოგადოების წევრთა საერთო კრებას იწვევს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სულ მცირე წელიწადში ერთხელ საზოგადოების წევრთა საერთო კრების ჩატარებამდე მინიმუმ 7 კალენდარული დღით ადრე.

3.3. საზოგადოება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება მინიმუმ წევრთა ერთი მესამედი.

3.4.  წევრთა საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით წევრთა საერთო კრებაზე დამსწრე წევრების ხმების უმრავლესობით.

3.5. წევრთა საერთო კრებას ხელმძღვანელობს კრების თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საზოგადოების დამფუძნებელი.

3.6. წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

3.6.1. საზოგადოებაში წევრების მიღება და მათთვის წევრობის შეწყვეტა;

3.6.2. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა;

3.6.3. საზოგადოების სახელისა და სხვა რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა;

3.6.4. საზოგადოების რეორგანიზაცია;

3.6.5. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია;

3.6.6. ასოციაციის საქმიანობის მიზნების ცვლილება;

3.6.7. ასოციაციის გამგეობის არჩევა.

მუხლი 4

საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

4.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა 3 წევრისგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა.

4.2. ასოციაციის გამგეობას ირჩევს წევრთა საერთო კრება დამსწრეთა უმრავლესობით.

4.3. ასოციაციის გამგეობის წევრობის კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ ასოციაციის წევრებს. გამგეობის წევრად ის პირიც შეიძლება აირჩეს, რომელიც არ იმყოფება კრებაზე, მაგრამ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.

4.4. გამგეობის სხდომას იწვევს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

4.5. გამგეობა შედგება 3 წევრისაგან. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე თუ მას ესწრება სამივე წევრი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

4.6.  გამგეობის წევრთაგან ღია კენჭისყრით აირჩევა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის ასარჩევად საჭიროა გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობა, მაგრამ იმ დათქმით, რომ დამფუძნებელი წევრი (როდესაც ის გამგეობის წევრია) მხარს უნდა უჭერდეს აღმასრულებელი დირექტორის არჩევას.

4.7. გამგეობა უფლებამოსილია:

4.7.1. აირჩიოს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი 4.6. მუხლით განსაზღვრული წესით;

4.7.2. შეადგინოს წესდებაში ცვლილებების პროექტი და წარუდგინოს ცვლილებები წევრთა საერთო კრებას დასამტკიცებლად;

4.7.3. ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

4.7.4. ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისთვის წარსადგენად.

4.8. ასოციაციის გამგეობის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება:

4.8.1. ასოციაციის წევრობის შეწყვეტისას;

4.8.2. პირადი განცხადების საფუძველზე.

4.9. გამგეობის წევრები არიან:

  1. ანატოლი მოტკინ (პ/ნ: 01024014591, ორმაგი მოქალაქე საქართველო, ისრაელი), დაბადებული 1976 წლის 20 აპრილს.
  2. ნიკოლოზ ჩიხლაძე (პ/ნ: 01026000547, საქართველოს მოქალაქე), დაბადებული 1972 წლის 15 ივნისს.
  3. ლევან ლეკიშვილი (პ/ნ: 01025007470, საქართველოს მოქალაქე), დაბადებული 1972 წლის 6 აპრილს.

4.10. საზოგადოების ხელმძღვანელი და წარმომადგენელია ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

4.11. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ირჩევს გამგეობა.

4.12. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი წარმართავს ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც არ მიეკუთვნება წევრთა საერთო კრებისა და გამგეობის უფლებამოსილებას.

4.13. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია ანატოლი მოტკინ, (პ/ნ: 01024014591, ორმაგი მოქალაქე საქართველო, ისრაელი), დაბადებული 1976 წლის 20 აპრილს, მცხოვრები ქალაქ თბილისი, ოქროყანა, ამაღლების ქუჩა 7).

4.14. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასოციაციას წარმოადგენს ერთპიროვნულად.

მუხლი 5

დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები

5.1. ასოციაციის წევრს აქვს შემდეგი უფლებები:

5.1.1. მიიღოს სრული ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

5.1.2.  მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის წევრთა საერთო კრებაში;

5.1.3. ასოციაციის მიზნების შესაბამისად, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

5.1.4. შესთავაზოს მისთვის სასურველი კანდიდატურა დამფუძნებელს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე  წევრთა საერთო კრებისთვის ასარჩევად წარსადგენად.

5.2. ასოციაციის წევრი ვალდებულია:

5.2.1. დაიცვას ასოციაციის წესდება, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებები;

5.2.2. გაუფრთხილდეს ასოციაციის ავტორიტეტს და ქონებას;

5.2.3. გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესით და ოდენობით.

5.2. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ფიზიკური ან  იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში და იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

5.3. ასოციაციის წევრობის მსურველი წერილობითი განაცხადით მიმართავს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს. განაცხადის შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასოციაციის წევრობის მსურველებს დასამტკიცებლად წარუდგენს წევრთა საერთო კრებას. წევრთა საერთო კრება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წევრობის ყველა მსურველთან დაკავშირებით ინდივიდუალურად.

5.4. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

5.4.1. საკუთარი განაცხადის საფუძველზე;

5.4.2. საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;

5.4.3. წევრის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში.

5.5. წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრი შეიძლება ასოციაციიდან გაირიცხოს თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან უზეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

5.6. ასოციაციის წევრები არიან:

  1. ანატოლი მოტკინ (პ/ნ: 01024014591, ორმაგი მოქალაქე საქართველო, ისრაელი), დაბადებული 1976 წლის 20 აპრილს.
  2. ნიკოლოზ ჩიხლაძე (პ/ნ: 01026000547, საქართველოს მოქალაქე), დაბადებული 1972 წლის 15 ივნისს.
  3. ლევან ლეკიშვილი (პ/ნ: 01025007470, საქართველოს მოქალაქე), დაბადებული 1972 წლის 6 აპრილს.

მუხლი 6

საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

6.1.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის საერთო კრება დამსწრეთა ორი მესამედით. ასოციაციის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ წინადადების ინიცირების უფლება აქვს გამგეობას.

6.3.      ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

6.4.   გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები წევრთა საერთო კრებაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 7

დასკვნითი დებულებები

7.1.      წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

7.2.      თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

7.3       ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

ანატოლი მოტკინ                                   /________________________/

ნიკოლოზ ჩიხლაძე                                   /________________________/

ლევან ლეკიშვილი                                     /________________________/

მენიუ