საქართველოს ციფრული და კომუნიკაციების (ICT) ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრა გამართა

შეხვედრა გაიმართა საქართველოს ციფრული და კომუნიკაციების (ICT) ასოციაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის, სადაც განიხილა ქვეყანაში  ციფრული (IT) ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობად შესაძლო თანამშრომლობა.

კერძოდ, განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული IT კომპანიების წარმოების შესაძლებლობების გამოყენება საქართველოში არსებული სხვადასხვა სამინისტროების მიერ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც ასოციაციის ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რათა ჩამოყალიბდეს ქვეყნის სტრატეგია ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის.

Previous Event
საქართველოს ციფრული და კომუნიკაციების (ICT) ასოციაციამ მოაწყო შეხვედრა IT სექტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების განსახილველად.
Next Event
ICT ასოციაცია, IT ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
მენიუ